18 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
"კურიერი“ ცხელ წერტილში - გადამღები ჯგუფი თურქეთი-სირიის საზღვართან იმყოფება

"კურიერი“ ცხელ წერტილში - გადამღები ჯგუფი თურქეთი-სირიის საზღვართან, თურქეთის ქალაქ აქ-ჩაკალესთან იმყოფება, საიდანაც საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე კილომეტრში მიმდინარეობს.

როგორც "კურიერის“ ჟურნალისტი  ადგილიდან იუწყება, პოლიციელების მხრიდან საკმაოდ მკაცრად კონტროლდება აეროპორტების მიმდებარე ტერიტორია. ისინი ჟურნალისტებს დოკუმენტაციას თხოვენ. ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების აღება ამ ტერიტორიაზე ვერ ხორციელდება, მისი აღება შესაძლებელია საზღვართან, იქ სადაც მედიის ზონა არის მოწყობილი.

"კურიერის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ქალაქ აქ-ჩაკალეში ლტოლვილებს, საზღვრის გადაკვეთის და თურქეთის მხარეს გადასვლის შესაძლებლობა აქვთ, სწორედ ამ ქალაქიდან ხორციელდება სამხედრო ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი თურქეთ-სირიის საზღვართან რჩება. უახლეს ინფორმაციას საბრძოლო ოპერაციისა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ, ერთ-ერთი ცხელი წერტილიდან  21 საათზე შევიტყობთ. 

 

დღის ამბები