18 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
დევნილების ერთთვიან აქციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მართულ პროცესად აფასებს

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციის მონაწილეები მინისტრთან და მის მოადგილესთან შეხვედრას დილიდან ითხოვდნენ. მოთხოვნას უწყებამ დღის ბოლოს უპასუხა და განმარტა, რომ ბინების გაცემა მინისტრის კომპეტენცია არ არის, შესაბამისად შეხვედრა არ შედგება.

30 დღეა დევნილები ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ. მათი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროსთან შიმშილობს.

დევნილებმა ულტიმატუმზე უარის მიღების შემდეგ ჯერ სამინისტროში შეჭრა სცადეს, შემდეგ კი სამინისტროს ტერიტორიასთან მდებარე პარკინგზე გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს, რომ მაღალჩინოსნებისთვის გადაადგილება შეეზღუდათ.

დევნილების განცხადებებს "ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის" მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური გამოეხმაურა.

"რომელ დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინა, ეს არის არა მინისტრის, არამედ უწყებათაშორისი კომისიის პრეროგატივა, შესაბამისად ის კითხვები, რაც მათ გააჩნიათ ამ ეტაპზე, მხოლოდ  კომისიის მიერ არის პასუხგასაცემი. იმ ფორმატზე კი, რაც ჩვენ შევთავაზეთ, არ წამოვიდნენ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის მართული პროცესი," - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

დღის ამბები