18 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
ფულის გათეთრება, თაღლითობა, თანხების დანაწილების შენიღბვა - ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო "თიბისი"-ს საქმეზე 

პროკურატურამ დღეს ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს შეფასება გამოაქვეყნა. დასკვნას იურიდიული ძალა არა აქვს, თუმცა, "თიბისის" საქმეზე მოშე ლადორისა და პოლ კოფეის შეფასება უკვე ცნობილია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის.

შეფასებაში არის ასეთი ფრაზები: ფულის გათეთრება, თაღლითობა, თანხების დანაწილების შენიღბვა.

განცხადებაში წერია, რომ "ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა" ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა. 

"საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული, იყო თაღლითობა,"- ნათქვამია გავრცელებულ წერილში.

ფაქტს გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წევრები,როგორც მოსალოდნელი იყო ხელისუფლების და მისი ოპონენტების აზრები აქაც ორად გაიყო.

"ეს თუ ის ექსპერტები არიან,რომლებიც მანამდე ემსახურებოდნენ პროკურატურას მაშინ შეიძლება ვუწოდოთ თაღლით ექსპერტთა საბჭო, რომლებიც დადებენ ნებისმიერ დასკვნას თუ კი გადაუხდის პროკურატურა მათ ფულს,"- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი,დეპუტატი რომან გოცირიძე

"საქართველოს პროკურატურა დაემსგავსა საერთაშორისო თაღლითების ჯგუფს -  შარიკოვების კანტორას,"-აცხადებს"კურიერთან საუბრის დროს "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ.

"ამ დონის ექსპერტები, რომ აცხადებენ, რომ აქ დანაშაულის ნიშნები არსებობს ეს ნიშნავს, რომ ბრალდების მხარის ეჭვებს ამყარებს. დაცვის მხარეს საკმაოდ გაუჭირდება მოიგერიოს არგუმენტები,რომლებიც ექნება პროკურატურას,"-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი.

დღის ბოლოს საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი გამოეხმაურა.

"საქართველოს პროკურატურა არის ჩემთვის ძალიან არაკომპეტენტური ბიძინა ივანიშვილის საადვოკატო კანტორა,საქმე არის სასამართლოში მობრძანდით იქ და იქ გავაგრძელოთ კომენტარების კეთება,"- უთხრა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.

 

დღის ამბები