18 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - დევნილები მათი საქმის შესასწავლად ამჯერად ომბუდსმენს მიმართავენ

დაირღვა თუ არა დევნილთა უფლებები მათი სრული იგნორირებით - ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები დღეს სახალხო დამცველს მიმართავენ. ისინი ომბუდსმენისგან მათი საქმის შესწავლას ითხოვენ.

"ვაპირებთ სახალხო დამცველთან შევიტანოთ განცხადება და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში ადმინისტრაციულ განცხადებას შევიტანთ ბინის გაცემის შეჩერებასთან დაკავშირებით. გვაქვს ეჭვები, ისეთები არიან სიაში, რომლებსაც ამ ეტაპზე ბინის მიღება ნამდვილად არ ეკუთვნოდათ. ძალიან მძიმეა დღე და ღამე აქ ყოფნა,“  - განაცხადა დევნილმა ინგა ჯღვირკიამ.

აღსანიშნავია, რომ დევნილები საცხოვრებლის გადაცემას, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის შეცვლას და მინისტრთან შეხვედრას უკვე ერთი თვეა ითხოვენ. ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის მიზნით გუშინ დევნილები სამინისტროშიც შეიჭრნენ.

"სიცოცხლის ფასად დავიცავთ ჩვენ კანონიერ მოთხოვნებს, ეს იქნება ასე. არავის არ ეგონოს, რომ განცხადებას განცხადებისთვის ვაკეთებთ და აქ არის აქცია აქციისთვის. ჩვენ კანონიერად გვეკუთვნის ბინები," - აღნიშნა დევნილმა თენგიზ ცინდელიანმა. 

დღის ამბები