18 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ეროვნული ბანკის ნაბიჯები ლარის გაუფასურების შესამცირებლად

დღეიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით მცირდება და ის 30-ის ნაცვლად 25 პროცენტი ხდება.

ეროვნული ბანკის განკარგულების მიზანი ლარის გაუფასურების შემცირებაა.

ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება ლარზე მნიშვნელოვან, დადებით ზეგავლენას მოახდენს.

ცვლილების შედეგად, ეროვნული ბანკი დამატებით, დაახლოებით 700 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის სესხების გაცემას და ამ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ელოდება.

"რაც შეეხება სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებას, ეს უკვე ძალაშია შესული, უბრალოდ, შემდეგი დაცვის პერიოდი იწყება 17-დან, ამიტომ ის თანხა, რომელიც ბანკებს უნდა დაბრუნებოდათ, დაუბრუნდებათ 17 ოქტომბერს. ჩვენ ინფლაციაზე გაზრდილი რისკები გვაქვს, რაც მოდის კურსიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას," - განაცხადა  ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

დღის ამბები