ამერიკელი მოკრივე პატრიკ დეი ორთაბრძოლის დროს მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად გარდაიცვალა.
ამერიკელი სპორტსმენი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 27 წლის სპორტსმენი ნოკაუტის შემდეგ ოთხი დღე კომაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა დეის ტვინის მძიმე ტრავმა ჰქონდა და გონზე მოუსვლელად გარდაიცავალა.
პატრიკ დეის და ჩარლზ კონველის ორთაბრძოლა 12 ოქტომბერს გაიმართა.