სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნას ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს. პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ლილუაშვილს "ივანიშვილის ანტურაჟის ნაწილი" უწოდა და აღნიშნა, რომ მან კითხვებზე პასუხის გაცემისას უმძიმესი პოლიტიკური შთაბეჭდილება დატოვა.
"ეს სუსი მთლიანად პოლიტიკური პოლიციაა. ეს სუსი ივანიშვილის დაკვეთით და დავალებით არ ებრძვის ქვეყნის გარე მტრებს, რეალურად არ ებრძვის კორუფციას, არ ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს, რადგან შეკრულები არიან ძირითადად. რა უნდა მოახერხოს ლილუაშვილმა და თან, თვითონ ლილუაშვილმა დატოვა უმძიმესი პოლიტიკური შთაბეჭდილება კითხვებზე პასუხით, მაგალითად, გავრილოვზე რაც მან ისაუბრა. ანუ, ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი ნაწილი ივანიშვილის ანტურაჟის,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი დღეს 85 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.