"ახალი სკოლა აშენდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რაც შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა დაიწვა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, რომელსაც მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.
"შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.
სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.
სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ,"- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა დაიწვა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.