18 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
"მნიშვნელოვანია,რომ ეს დოკუმენტი იყოს სათანადოდ დაცული" - ომბუდსმენი ე.წ მუქარის წერილის დედანზე

სახალხო დამცველი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლების გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც საგამოძიებო უწყებაში ეგრეთ წოდებული მუქარის წერილის დედანის გენერალურ პროკურატურაში მიტანას გულისხმობს.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი იყოს სათანადოდ დაცული, რომ არ განადგურდეს მტკიცებულებები თუ ის თითის ანაბეჭდები რაც ამოვიდა ამ დოკუმენტზე. ჩვენ ვართ ამ საქმეში ჩართულები, ადვოკატის გავლით წვდომა გვაქვს დოკუმენტზე და აუცილებლად თვალს მივადევნებთ როგორ წარიმართება საქმე ამ დოკუმენტთან მიმართებაშიც,"-განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.
 

დღის ამბები