საქართველო იღებს მაღალ შეფასებას მიღწევებისთვის, მაგრამ ამავდროულად უნდა გამოასწოროს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშიორებული ხარვეზები, გაერო და ევროკავშირი ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ 6 წლიან პროგრამას აჯამებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ მოსამართლეებისა და პროკურორების დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფის საკითხი კვლავაც აქტიურად უნდა განიხილოს.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი:
"საქართველო დგას ამოცანის წინაშე, კანონები რაც არის და ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც მიღებულია ბოლომდე უნდა განხორციელდეს. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო მაისისა და ივნისის მოვლენები, როდესაც ლგბტ თემმა ბოლომდე ვერ განახორციელა თავისი უფლებები და სერიოზული პრობლემები შეექმნათ გამოსვლებისა და დემონსტრაციების მოწყობის თვალსაზრისით, როდესაც კანონმდებლობის მიხედვით ეს მათი უფლებაა და მათ ეს პრობლემები არ უნდა შეჰქმონდათ," - განაცხადა ლუიზა ვინტონიმ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ პროცესები მეტად გამჭირვალე უნდა იყოს.
"ანგარიშის ავტორმა ბევრი ისაუბრა მოსამართლეების ნაწილზე და ითქვა, რომ მეტად გამჭირვალე უნდა იყოს შერჩევის პროცესი ამ მიმართულებას საკმაოდ ბევრი დრო ეთმობა ანგარიშში. ძალიან მკაფიოდ იყო საუბარი ეუთოს ანგარიშებში, რაც პირდაპირ უნდა ითქვას, რომ კრიტიკულია," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, ანგარიშში არსებულ შენიშვნებს ახალ გამოწვევად იღებს, მისი თქმით პროგრესისკენ ნაბიჯების გადადგმაში სწორედ ეს დაეხმარება.