18 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
ცვლილებები შრომის კოდექსსში - განხილვა ევროპის საბჭოს ასოციაციის გამგეობის წევრებთან მიმდინარეობს

შრომის კოდექსისა და შრომის ინსპექციის კანონპროექტის განხილვა ევროპის საბჭოს ასოციაციის გამგეობის წევრებთან მიმდინარეობს.

ამ სამუშაო შეხვედრის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი და თამარ ხულორდავა არიან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია ამ საკითხის განხილვაში ყველა მხარე აქტიურად ჩაერთოს.

იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი გიორგი სვანაძე ცვლილებებზე საუბრობს.

"სამუშაო საათებთან არის ძალიან ბევრი საკითხი, ასევე არის ახალი კატეგორიის საკითხი, სტაჟირებასთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებს დარეგულირებას განსაკუთრებით მედიის სფეროში. ასევე ყურადღებას ვამახვილებთ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებზე," - აღნიშნა გიორგი სვანაძემ. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, ფიქრობს, რომ მთავარია სწორი კომუნიკაცია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

"ცვლილებები უნდა განხორციელდეს დიალოგის გზით, ეს არის სფერო, სადაც დასაქმებულები და დამსაქმებლები გარკვეულ წილად უნდა თანხმდებოდნენ რაღაც სტანდარტებზე, ერთის მხრივ რეგულაცია ვერ შეცვლის კულტურას, ვერ შეცვლის გარემოს და ამიტომაც შეიძლება იყოს ზედმეტი ბარიერი,-" აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები