18 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
"ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია" - ვაჟა სირაძე გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებაზე

აფეთქება გურამიშვილის გამზირზე - ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე. მისი თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ვაჟა სირაძის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, შეძლებისდაგავარად ყველა გამოიკითხება და მომხდარის დეტალები დადგინდება.   

"ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 240-ე პრიმა მუხლით, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა პირი, დადგინდება ყველა დეტალი თუ რამ გამოიწვია აფეთქება და შესაბამისად, დამატებით დეტალებს მოგახსენებთ. ამ ეტაპზე პასუხისმგებლობის საკითხს ვერ მოგახსენებთ. გამოძიება დაწყებულია, შეძლებისდაგვარად, ვისაც აქვს საშუალება, გადავიყვანთ გამოკითხვის მიზნით," - აცხადებს ვაჟა სირაძე.  

გურამიშვილის გამზირზე აფეთქება დილის საათებში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას სხეულის 65%-ის დამწვრობა აქვს მიღებული. 

დღის ამბები