გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცს სხეულის 60 პროცენტამდე დამწვრობა აღენიშნება. ის ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია 39 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება მესამე ხარისხის დამწვრობა. ამჟამად ის იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, საბოლოო დიაგნოზის ჩამოყალიბებისთვის ექიმების განცხადებით საჭიროა 72 საათი, ამ ეტაპისთვის ადეკვატურია და კონტაქტურია. რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მესამე ხარისხის დამწვრობაა, რაც გულისხმობს, რომ პაციენტს სხეულის 60 პროცენტამდე აქვს დამწვარი. უტარდება ყველანაირი პროცედურა, რაც საჭიროა მკურნალობისათვის," - აცხადებს "კურიერთან" საუბრის დროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ტორუა.
დაშავებულები საავადმყოფოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოინახულა.