18 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
"იყო გრუხუნი, დაიქცა ქვეყანა" - რას ყვებიან თვითმხილველები სანზონაში მომხდარი აფეთქების შესახებ

გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას "კურიერთან" ადგილობრივები იხსენებენ. ისინი შემთხვევის შესახებ ყვებიან და ამბობენ, რომ ძლიერი აფეთქების შედეგად, მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ადგილობრივების თქმით, ისინი ახლა საკუთარ ბინებში შესვლისა და ნივთები გამოტანის ნებართვას ელოდებიან.

"იყო გრუხუნი, დაიქცა ქვეყანა, გამოვვარდი და ვხედავ, ჩემი სამზარეულოს ფანჯრები, იატაკი მინგრეულია... მეექვსეზე ვცხოვრობ მე, მეოთხეზე ცხოვრობს ის კაცი,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

4 დაშავებული, 1 მძიმე მდგომარეობაში - ასეთია სანზონაში მომხდარი აფეთქების შედეგები. აფეთქების ხმა გურამიშვილის 34-ში 8 საათსა და 10 წუთზე გაისმა. დაინგრა კორპუსის 4 სართული. აფეთქების შედეგად, დაზიანებულია 16 სართულიანი კორპუსის მოპირდაპირედ მდებარე 4 სართულიანი კორპუსის პირველი და მეორე სართული. შემთხვევის შედეგად, დაზიანებულია ახლოს მდგარი ავტომობილები.  

დღის ამბები