18 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას სადარბაზოებში დეტექტორების დაყენებას მოუწოდებს

გურამიშვილის გამზირზე, იქ, სადაც რამდენიმე საათის წინ აფეთქება მოხდა, თბილისის საკრებულოს წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი მივიდა.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში დედაქალაქში მსგავსი არაერთი შემთხვევა მოხდა, მთავრობა პრევენციის მიზნით არაფერს აკეთებს.

"ისანში რომ მოხდა, დიდ დიღომში რომ მოხდა, ანუ პრევენცია რა გააკეთეს? რა გახდა ის, რომ დააყენონ დეტექტორები ყველა სადარბაზოში იმისთვის, რომ კონკრეტულ ასეთ მძიმე ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონდეს,"-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები