18 ნოემბერი 2024,   04:12
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტია" აზარტული თამაშების წინააღმდეგ

"ლეიბორისტული პარტია" აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს. პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დღეს აქცია-პერფორმანსი გამართეს.

შრომის პარტიის მთავარი მოთხოვნა აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვა და ონლაინ კაზინოების მომხმარებელთა ასაკის კონტროლია.

აქციის მონაწილე გოგა ფოლადაშვილი რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს.

"რეკლამირება უნდა აიკრძალოს და კონტროლი გამკაცრდეს. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს შესაბამის ოფისებში მისვლით და არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ონლაინ. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს აზარტულ თამაშებს, ამიტომ აუცილებელია ამ სფეროს რეგულაცია," - აღნიშნა გოგა ფოლადაშვილმა.

"ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს და აქტიურ ფაზაში გადაგვყავს კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ, რადგან ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აზარტული თამაშების რეკლამირება აიკრძალოს," - აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა მიხეილ ქუმსიშვილმა.

 

დღის ამბები