უმძიმესი რჩება გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დამწვრობის ცენტრის ექიმების ინფორმაციით, 39 წლის სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60% აქვს დამწვარი და შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.
პირველადი ინფომრაციით, სწორედ სოსო ჯავახიშვილის ბინაში იყო გაზი დაგროვებული რაც ძლიერი აფეთქების მიზეზი გახდა.