18 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
სანზონაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცს სიცოცხლისთვის სახიფათო თერმო დაზიანება აქვს მიღებული

გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესი რჩება. დამწვრობის ცენტრის ექიმების ინფორმაციით, 39 წლის სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60% აქვს დამწვარი. პირველადი ინფორმაციით, სწორედ ჯავახიშვილის ბინაში მოხდა ძლიერი აფეთქება, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

ექიმის თქმით, 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც ჯავახიშვილის ექიმი ამბობს, პაციენტის ტრავმა სიცოცხლისთვის სახიფათო თერმო დაზიანებათა ჯგუფს მიეკუთვნება.

დღის ამბები