18 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას შეხვდა

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა.

საუბრისას ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე. ასევე საუბარი შეეხო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, არჩევნების შედეგების გაყალბების საფრთხეებს.

შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობის მხრიდან აღინიშნა, რომ აუცილებელია საშუალო სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების რაოდენობის გაზრდა, რადგან ენობრივი ბარიერი კვლავ პრობლემად რჩება.

"ყველა მოპოვებულ ხმას და ყოველ ერთ დამატებით ხმას ექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოგვცეს შანსი, ჩვენმა პოლიტიკამ გავლენა მოახდინოს ქვეყნის საშინაო და საგარეო ცხოვრებაზე,"- ამბობს ნინო ბურჯანაძე.

დღის ამბები