სემეკის ახალი თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მოსახლეობის პროტესტის გამო, ხელისუფლებამ ჰესების მშენებლობაზე უარი არ უნდა თქვას, რადგან ეს ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენებს მოახდენს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არასწორი დამოკიდებულებაა, როდესაც საკითხში გაურკვეველი პირები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტს აჩერებენ.
"ადგილობრივი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგნი თუ ვიქნებით ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგია აუცილებლად გაგვიძვირდება, მეტი ვალუტის გადინება მოხდება საზღვარგარეთ, რაც კურსსზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. თუ ჰესი რაიმე მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი არ არის და ბუნებრივია ასეთი პროექტი არც მთავრობას უნდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჰესების მშენებლობაზე უარი არ უნდა ვთქვათ, " - განაცხადა დავით ნარმანიამ.