ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა. მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეიკრიბნენ და განმარტება საპროტესტო აქციაზე მოითხოვეს.
მათი თქმით, სოციალური დახმარების თანხა არ დაერიცხვათ და დღეს, რომ დახმარება შეუწყდათ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბოლო შემოწმება ცოტა ხნის წინ ჩატარდა და მათთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო სოციალაურად დაუცველების განმეორებითი შემოწმება.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ცენტრში განმარტავენ, დახმარებები უბრალოდ შეჩერდა, რადგან მიმდინარეობს გეგმიური შემოწმება, შემოწმების შემდეგ დახმარებას ის ოჯახები მიიღებენ, ვისი ქულებიც უცვლელი დარჩება.