18 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
40 საათიანი სამუშაო დრო - შრომის კოდექსის ახალ კანონპროექტს სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ

სამუშაო და დასვენების დროის რეგულირების  საკითხს შრომის კოდექსის ინიციატორები დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ.

შეხვედრას პროფკავშირები და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებიან. 

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ავტორის განცხადებით, ძირითადი პრობლემა დასაქმებულებს და დამსაქმებლებს შორის უნდობლობა და აზრთა სხვადასხვაობაა, ასევე ხშირია დასაქმებულების ექსპლუატაცია, რომელსაც შრომის ინსპექცია გააკონტროლებს.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას გამოიწვევს ეს რეგულაციები კანონად გადაქცევის შემთხვევაში, როგორ გადანაწილდება გაზრდილი ფინანსური ტვირთი, მათ შორის დამსაქმებელზე და დასაქმებულზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტზე,"- განმარტავს  "საქართველოს ბიზნესასოციაციის" იურიდიული ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი.

"ვთვლით, რომ ზეგანაკვეთურ რეჟიმზე შემოთავაზებული 25 პროცენტი არის ძალიან დაბალი, თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების პრაქტიკას. ასევე ვთვლით, რომ გარკვეული შეღავათები უნდა ჰქონდეთ იმ ადამიანებს ვინც დასაქმებულები არიან ღამის სამუშაოებზე,"- აცხადებს "კურიერთან" საუბრის დროს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი.

"წარმოდგენილი ვარიანტით არის გარკვეული სტანდარტები ჩამოყალიბებული. 40 საათიანი სამუშაო დრო, პლიუს ამას ზეგანაკვეთური სამუშაო განაკვეთები და ლიმიტი," - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები