18 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
“აბრეშუმის გზის ფორუმი“ - 2000 დელეგატი საქართველოში ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა

"აბრეშუმის გზის ფორუმი" -  60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი საქართველოში სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

საქართველო - კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის - ხელისუფლება პოტენციურ პარტნიორებს ამ მიმართულებით ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე ესაუბრება.

“იტალიასა და საქართველოს შორის არაჩვეულებრივი ურთიერთობა არსებობს. განვიხილეთ ვაჭრობის გაღრმავების საკითხი, რომელიც ჩვენს შორის მუდმივად ვითარდება. ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი საკითხია, სწორედ ამიტომ,  ჩვენ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ მისი განვითარების მიმართულებით“ - განაცხადა  იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ივან სკალფაროტომ. 

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი საქართველოს საშუალებას მისცემს აბრეშუმის გზის საჭიროებებს უკეთესად მოემსახუროს. ფორუმი პრემიერ მინისტრმა გახსნა. 

დღის ამბები