18 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
თბილისში საცობების განსატვირთად 15 მილიონიანი პროექტი მიმდინარეობს - სად გაივლის ახალი გზა, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზა თბილისის საცობების განსატვირთად - პროექტის მიმდინარეობას დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. როგორც თბილისის მერი აღნიშნავს, ახალი პროექტი თბილისში ავტომობილთა გადაადგილებას უფრო მოსახერხებელს გახდის. 

"ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო განიტვირთოს მოძრაობა და დამატებითი ახალი პროექტი განხორციელდეს ამ გზის მშენებლობის სახით, რომელიც, დაახლოებით, 15 მილიონი ჯდება. საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ კომპანიებს მუშაობა. ყველაფერი გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. იქნება ბეტონის გზა და გამოვა ძალიან მაგარი", - აღნიშნა კალაძემ 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1800 მეტრიანი მონაკვეთის გაკეთება. გზის ტექნიკური პარამეტრი 50-წლიანი ექსპლუატაციისთვისაა გათვლილი. სამუშაოები ივლისის ბოლოს დაიწყო და 7 თვეში უნდა დასრულდეს. სატრანსპორტო მოძრაობა 4-ზოლიანი იქნება. 

დღის ამბები