18 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
EMC-ის კვლევა: საქართველოში შრომის უსაფრთხოების დარღვევისას გამოძიება იწყება, თუმცა - უშედეგოდ

შრომის უსაფრთხოების საქმეებში გამოვლენილი ხარვეზები - ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრმა კვლევის შედეგები წარმოადგინა. ირკვევა, რომ 2018 წელს 224 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და საქმის სასამართლოში წარმართვის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, შრომის უსაფრთხოების საქმეების გამოძიების კუთხით ხშირად ჭიანურდება საექსპერტო დასკვნების გაცემა.

"ასევე, ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მეთოდოლოგია არ არის განსაზღვრული, რის გამოც გამოძიება სრულფასოვნად ვერ ტარდება და ეს საქმის სამართლებრივ შედეგზე ახდენს გავლენას"- აღნიშნა ქეთი ჩუთლაშვილმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი კი ბევრ ხარვეზს სისხლის სამართლებრივი მექანიზმის მოქმედებისას ხედავს. 

"ჩვენი მიზანი სწორედ ამ ხარვეზების გამოვლენა და მათზე მსჯელობაა. აუცილებელია შრომის ინსპექციის ინსტიტუტი გაძლიერდეს", - განმარტა კოტე ერისთავმა. 

ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის კვლევის შედეგებით, მხოლოდ 35 საქმეა განხილული და აქედან თავისუფლების აღკვეთა 2 შემთხვევაში განისაზღვრა. 

დღის ამბები