აქცია რადიანის ქუჩაზე - დავით ნარმანიას მერობის დროს დამტკიცებული პროექტის განხორციელებას, ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობა ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, მშენებლობის კოეფიციენტი დასაშვებზე მაღალია, შესაბამისად, მაღალსართულიანი კორპუსის აშენება ქუჩაზე მიზანშეწონილი არ არის.
პროექტი შვეიცარიის საელჩოს სარჩელის საფუძველზე დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა დღეს მშენებლობის დასაწყებად მობილიზებული სპეც ტექნიკა მცხოვრებლებმა არ შეუშვეს.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.