18 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ყოფილი პროკურორის სკანდალური "Facebook" პოსტი - გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსს პროკურატურა განცხადებით პასუხობს. გენერალურმა ინსპექციამ საკითხზე მოკვლევა დაიწყო.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება 2019 წლის 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ "Facebook"-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ადეიშვილი, რომელმაც საგამოძიებო უწყების მაღალჩინოსნები არაერთ დანაშაულში ამხილა, საქართველო დატოვა და ის შესაძლო კორუფციაზე, ნეპოტიზმის ფაქტებსა და გენდერული ნიშნით დევნაზე რეაგირებას უკვე სხვა ქვეყნიდან ითხოვს. მას სოლიდარობას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და შესაბამის უწყებებს ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები