მეცხრე დღეა ოჯახი 63 წლის მამაკაცს ეძებს. ოპერაციიდან 3 დღეში ახალნაოპერაციებმა პაციენტმა გადასხმის სისტემით და კათეტერით პალატა ყველასგან შეუმჩნევლად დატოვა.
ინფორმაცია არც საავადმყოფოში აქვთ, არც ოჯახში. არ არსებობს არც ვერსიები. ამოღებულია სათვალთვალო კამერების კადრებიც, მაგრამ აქ მხოლოდ საავადმყოფოს შიდა პერიმეტრი ჩანს. პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.