18 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის მოსმენა ამჯერად მშვიდ ვითარებაში გრძელდება - დეპუტატებს ნუგზარ სხირტლაძე პასუხობს

მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა  პარლამენტში გრძელდება. ამჯერად პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. დეპუტატები კითხვებით დღეს ნუგზარ სხირტლაძეს მიმართავენ. ის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა, უფლებამოსილება 2019 წლის ივლისში ამოეწურა, თუმცა განხილვაში მყოფი საქმეების დასრულებამდე ვადა გაუხანგრძლივდა.

სხდომაზე დეპუტატები სხირტლაძის წარსული საქმიანობით ინტერესდებიან, ასევე მას სთხოვეს შეფასება სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით.

ნუგზარ სხირტლაძე სისტემაში 1999 წლიდან მუშაობს, პარლამენტის წევრები ძირითადად მისი წარსული საქმიანობით დაინტერესდნენ. 

დღის ამბები