18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
"რევაზ ნადარაია ფაქტობრივად დაიმალა" - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ბრალდებები ისმის 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ერთ-ერთი საკითხი იმ მოსამართლეებთან გასაუბრებაა, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ.

პროცესში მოსამართლე თემურ გოგოხია მონაწილეობს, რომელიც საბჭოს წევრის, რეზო ნადარაიას ახლო ნათესავია.

საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის მტკიცებით, ნადარაიას კანდიდატთან გასაუბრების დროს თვითაცილება, ინტერესთა კონფლიქტის გამო უნდა მოეთხოვა, თუმცა ის უბრალოდ გასაუბრების პროცესს არ დაესწრო. 

"რევაზ ნადარაია, ფაქტობრივად, დაიმალა. ვინაიდან, იგი გავიდა სხდომათა დარბაზიდან, როგორც კი თემურ გოგოხიას გასაუბრება იწყებოდა და შემდგომ შემოვიდა, როგორც კი დასრულდა“ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ამ განცხადებას, რომ "რევაზ ნადარია დაიმალა“, გიროგი მიქაუტაძე ხელოვნურად წამოჭრილს უწოდებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, სხდომაზე, სადაც თემურ გოგოხიასთან გასაუბრება მიმდინარეობდა, რევაზ ნადარაია ფიზიკურად არ იმყოფებოდა და შესაბამისად, ის გადაწყვეტილების პროცესში ვერ ჩაერთვებოდა. 

დღის ამბები