მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 24 ოქტომბრიდან შეეძლებათ.
შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისთვის 27 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა. ქვეყნის მასშტაბით 8 ქალაქში 13 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.