18 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
თინა ბოკუჩავა და აკაკი ზოიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ხმაურით გაგრძელდა მოსამართლეობის მორიგი კანდიდატის მოსმენა პარლამენტში. ოპოზიციის უკმაყოფილება  აკაკი ზოიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც გირგვლიანის მკვლელობის საქმეს ეხებოდა. "ნაციონალურ მოძრაობას" შეკითხვის კონტექსტი არ მოეწონა.

დეპუტატები კითხვებს დღეს ნუგზარ სხირტლაძეს უსვამენ. ის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა, უფლებამოსილება 2019 წლის ივლისში ამოეწურა, თუმცა განხილვაში მყოფი საქმეების დასრულებამდე, ვადა გაუხანგრძლივდა. ნუგზარ სხირტლაძე სისტემაში 1999 წლიდან მუშაობს.

აკაკი ზოიძემ მოსამართლეს ჰკითხა, იყო თუ არა დანაშაულებრივი სახელმწიფოს ნიშნები თუნდაც გირგვლიანის საქმეში, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ადგილი ჰქონდა ხელისუფლებებს შორის დისპროპორციას. თინა ბოკუჩავამ "ქართული ოცნების" დეპუტატს შეახსენა, რომ მათ რიგებში წარმოდგენილია ისეთი მოსამართლე როგორიცაა გიორგი გვრიტიშვილი.

დღის ამბები