რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან სოხუმში მიმავალ მატარებელს, გაგრის მუნიციპალიტეტის დაბა განთიადში ხე დაეცა. მატარებელში ინციდენტის დროს 185 მგზავრი იმყოფებოდა. ხემ ლოკომოტივი დააზიანა და ჩატეხა მინა. გავრცელებული ინფორმაციით მგზავრები არ დაშავებულან.