18 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
გურჯაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გურჯაანში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოყვა. აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლი ორ სართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შენობა მთლიანად დაიწვა. მაშველებმა 60 წლამდე ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ცდილობდნენ. სავარაუდოდ ცეცხლი გაუმართავ ელექტროსადენებს გაუჩნდა, ქალი კი დაკვამლიანებამ იმსხვერპლა. დამწვარია 150 კვ.მ-მდე ფართობი.

დღის ამბები