"ამაყი ვარ, რომ ანა წარვადგინე" - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს.
მარგველაშვილის შეფასებით, დოლიძე არის პიროვნება, რომელიც ქვეყანას ეხმარება უკეთესი სასამართლოს ქონაში.
"ანა იყო გამოცდილი, ბევრი წლის გამოცდილი ადამიანი ღირებულებების და პრინციპების დაცვაში. მან, კიდევ ერთხელ, თავის ბიოგრაფიაში ჩაწერა საამაყო ბრძოლა ამ პრინციპების შენარჩუნებისა და დაცვის კუთხით. ძალიან მეამაყება, რომ ასეთი ადამიანი ჩემი წარდგენილია, ის ეხმარება ქვეყანას, რომ უკეთესი სასამართლო გვქონდეს,- აცხადებს "კურიერთან" საუბრის დროს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დააყენა, ამისთვის მან საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა.