18 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
"კალაძე სამი მანქანით დადის და ხუთი მანქანა დაცვა დაჰყვება, ასე რომ ვერ ხედავს რეალობას" - ელისაშვილის აქცია მერიასთან

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი დღეს თბილისის მერიასთან მივიდა სადაც ჟურნალისტებს და მოქალაქეებს ის ვიდეო კადრები უჩვენა, რომელიც "სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა მეტროსა და ავტობუსში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაიღეს.

ელისაშვილის თქმით, ფაქტია, რომ არც თბილისის მერი, არც მისი მოადგილეები და არც მერიის სხვა მაღალჩინოსნები არ დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, შესაბამისად, მათ წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება პიკის საათებში მეტროში და სამარშრუტო ტაქსებში.

"არის კალაძე გაჯიუტებული და ჯორზე შემჯდარი. ვითომ ახლა "ბამპერები" და მათი ფერიღა დარჩა მოსაგვარებელი ქალაქში. თუ არ იცის, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ, მზად ვარ მივიდე და ვასწავლი სინამდვილეში რა რის მერე უნდა გაკეთდეს. კალაძე სამი მანქანით დადის და ხუთი მანქანა დაცვა დაჰყვება, ასე რომ ვერ ხედავს რეალობას ვერც ეგ, ვერც მისი მოადგილე, ვერც ვიცე-მერი, რომელიც თურმე სტუდენტობის მერე მეტროში არ ყოფილა,"- განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები