18 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
"ვარდისფერი ოქტომბერი" - თბილისი ნიუ-იორკიდან საგანგებოდ ჩამოტანილ პროექტს მასპინძლობს

"ვარდისფერი ოქტომბერი" - თბილისი ნიუ-იორკიდან საგანგებოდ ჩამოტანილ პროექტს მასპინძლობს. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის, თეონა ქორიძის ექსპოზიცია გაიხსნა. 

ამერიკაში მოღვაწე ფოტოგრაფი საკუთარ გამოფენას ძუძუს კიბოთი გარდაცვლილ მეგობარს უძღვნის. 

ფოტოგრაფი თეონა ქორიძე, იგივე თიონა ქეი, უკვე 10 წელია ამერიკაში მოღვაწეობს. ამერიკული ოცნების კვალდაკვალ ის ბრუკლინის ფოტოსტუდიამდეც მივიდა. მისი კამერის ობიექტივში უამრავი ცნობილი ვარსკვლავი და საინტერესო ნიუ-იორკული ღონისძიებაც მოხვდა. თუმცა მთავარი პროექტის მთავარი ინსპირაცია მისი მეგობარი აღმოჩნდა. 

დამთვალიერებელს ფოტოპროექტის ნახვა უკვე ხვალიდან  ხელოვნების მუზეუმში შეეძლება.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი   

 

დღის ამბები