18 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
3500 ლარიანი ჩეკი - თბილისში, რესტორნის დაცვა ამერიკელ სტუმრებს ფიზიკურად გაუსწორდა

თბილისში, რესტორან "სულთანში" დაცვის წევრები ამერიკის მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სტუმრებს 3500 ლარიანი ჩეკი მოუტანეს, რაც რეალურ შეკვეთას არ ემთხვეოდა.

დაწესებულების თანამშრომლებმა ტურისტებს ნაღდი ანგარიშსწორება მოსთხოვეს და ბარათიდან თანხის მიღებაზე უარი უთხრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო. საქმეზე მიმდინარეობს გამოკითხვები.

დღის ამბები