18 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ანა დოლიძის იმპიჩმენტი - სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს მოუწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს

სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს მოუწოდებს ანა დოლიძის იმპიჩმენტის საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს. არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივას, თავისუფალი აზრის შეზღუდვად აფასებენ და საბჭოს მოსამართლე წევრებს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ.

"ოპოზიციურად განწყობილი არამოსამართლე წევრების შევიწროება კლანის მხრიდან ხდება ინტენსიურად, რადგან ისინი არ იზიარებენ იმ დღის წესრიგს, რომელსაც მოსამართლე წევრები ქმნიან,"- ამბობენ მესამე სექტორში.

შეგახსენებთ,რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა სალომე ზურაბიშვილს ანა დოლიძის იმპიჩმენტის თხოვნით, გუშინ, საბჭოს სხდომის მიმდინარეობის დროს მიმართა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გვრიტიშვილის მოთხოვნას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

დღის ამბები