რუსეთში ექსტრადირებული ჰაკერის საქმეზე საქართველოში გამოძიება გრძელდება, ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. საქმე ეხება იაროსლავ სუმბაევის განცხადებას მის გატაცებასთან დაკავშირებით. როგორც სუმბაევი აცხადებდა, მან რუსეთიდან გამოქცევის შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. თუმცა, ნაცვლად თავშესაფარისა, პოლიციელებმა მისი მდგომარეობით ისარგებლეს, გაიტაცეს, ჩაკეტეს სარდაფში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული გამოსძალეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს:
"გამოძიება დაწყებულია ამ მიმართულებით, ამოცნობაზეც მიყვანილი ჰყავდათ, პროკურატურა გააკეთებს ამაზე განცხადებას, ის იძიებს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.