18 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
პედაგოგებისთვის ხელფასები თანაბრად არ გაზრდილა - "ახალი საქართველო" განათლების სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებს

პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველო" განათლების სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებს. საუბარია საჯარო სკოლებში მასწავლებელთა სახელფასო ზრდაზე, რომელიც 2019 წლის ოქტომბრიდან უნდა განხორციელებულიყო.

ორგანიზაციის განცხადებით, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა სოფელსა და ქალაქში თანაბრად არ მომხდარა.

პოლიტიკური პლატფორმა სამინისტროს რეფორმას წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ და პოპულისტურ იდეას უწოდებს.

განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ხელფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - მასწავლებლის საათობრივ დატვირთვაზე.

დღის ამბები