18 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ამომრჩელველთა ყველაზე მეტი რაოდენობა ადიგენში ფიქსირდება

ლაგოდეხის, მარტვილისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი რაოდენობა 20,8% ადიგენში ფიქსირდება, რაც 305 ამომრჩეველს გულისხმობს.

რაც შეეხება ლაგოდეხს, ხმის მისაცემად 867 ამომრჩეველი მივიდა, რაც 2.5%-ს შეადგენს.

მარტვილის საარჩევნო ოლქში კი, 248 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 16% -ზე მეტია.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები  7 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.

დღის ამბები