არ არის გამორიცხული ანა დოლიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პრეზინდეტს დღეს მიმართოს. გადაწყვეტილების მიზეზად საბჭოს 11-ი წევრი დოლიძის ე.წ "პოლიტიკურ საქმიანობას" ასახელებს.
იმპიჩმენტის მოთხოვნის წერილს საბჭოს 11-ი წევრი აწერს ხელს. თავად ანა დოლიძე ამ ფაქტს პოლიტიკურ დევნას უწოდებს და სალომე ზურაბიშვილს ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.