18 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების დროს დაზარალებული პირის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება .

77 წლის მამაკაცს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი, აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება, თავისა და ზედა კიდურების დამწვრობა. ექიმების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და რეანიმაციაში ანტიშოკურ მკურნალობას გადის. 

შეგახსენებთ, რომ წუხელ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

დღის ამბები