დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკაშირებული პრობლემები და საზღვრის დემარკაცია - ამ საკითხზე ისაუბრეს პარლამენტში გამართულ დახურულ შეხვედრაზე დეპუტატებმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
დავით დარსალიამ შეხვედრაზე მუშაობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პრობლემურ საკითხებზე. მინისტრის მოადგილეს დახურული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ვრცლად არ უსაუბრია.
"დეპუტატებს მივაწოდეთ ინფორმაცია დემილიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობის შესახებ," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.