თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ, გურამიშვილის გამზირზე აფეთქებული კორპუსის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე ცხოვრება რეკომენდებული არ არის.
გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორის, ლაშა სამხარაძის განცხადებით, დასკვნის თანახმად, კორპუსში ცხოვრება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე არ არის რეკომენდებული.