დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა თბილისის მერიის თხოვნა და პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზარდა. კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მძღოლებს მოუწოდა, ყურადღებით იყვნენ, დაიცვან შესაბამისი წესები და თავიდან აიცილონ დაჯარიმება.
კალაძის განცხადებით, შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესიც, თუ აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდათ სამართალდარღვევის ოქმი, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხდება ოქმის ფოსტით მიწოდება, ის გამოქვეყნდება სპეციალურ ვებგვერდზე parking.tbilisi.gov.ge
"ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი თუ შევა ამ ვებგვერდზე და გადაიხდის ჯარიმას, ის მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას," - განაცხადა კალაძემ.