18 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
"შესაძლოა ხელისუფლება წყალტუბოში ინვესტორების შემოსვლას ხელს უშლიდა"- "ლელო" ივანიშვილის ინიციატივას საეჭვოდ მიიჩნევს

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომელიც წყალტუბოს რეაბილიტაციას გულისხმობს, საზოგადოებრივმა მოძრაობა "ლელომ" ბრიფინგი მიუძღვნა. როგორც "ლელოს" წარმომადგენელმა ქეთევან ენუქიძემ განაცხადა, "ლელოში" თვლიან, რომ ხელისუფლება 5 წლის მანძილზე  ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ წყალტუბოში ინვესტიციები არ განხორციელებულიყო.

"5 წლის განმავლობაში, როგორც ვითარდებოდა მოვლენები, ჩვენ ვხედავთ ერთ მოცემულობას - შესაძლოა, სახელმწიფოში ჩვენი მოხელეები ყველა პირობას ქმნიდეს იმისთვის, რომ ინვესტიციების ჩადება არ განხორციელებულიყო. აქ არის 22 სასტუმრო და 9 აბანო, ამიტომ ჩვენ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდით, თუ 31 ინვესტორი შემოვიდოდა და ბევრად უფრო კარგი იქნებოდა, ვიდრე ერთი ინვესტორი, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაფერს ყიდულობს,"- განაცხადა ქეთევან ენუქიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კურორტ წყალტუბოს აღორძინების პროექტის საკუთარი სახსრებით განხორციელება დააანონსა. ივანიშვილის განცხადებით, სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს, ხოლო, საბოლოო ჯამში, რეგიონში 15 000 - 20 000 ადამიანი დასაქმდება.

დღის ამბები