18 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
"სავალდებულოც იქნება, რომ სინოდზე მამა გიორგის საკითხი განიხილონ" - მიხეილ რამიშვილი

სინოდის სხდომაზე, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს საუკუნის საქმის ადვოკატი. მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ სასულიერო პირებმა აუცილებლად უნდა დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება იმ საჯარო განცხადების შემდეგ, რაც მეუფე იაკობმა გააკეთა.

"სავალდებულოც იქნება, რომ მამა გიორგის საკითხი იქნეს განხილული და უბრალოდ დააფიქსირონ პოზიცია იქიდან გამომდინარე, იმ საჯარო განცხადების შემდეგ, რა განცხადებაც გააკეთა იაკობმა, რომ ახლა უკვე ჩემი შეფასებით და რეალურად, საჭიროებას წარმოადგენს, რომ უპრიანი იქნება თუ უშუამდგომლებენ პრეზიდენტთან საპატრიარქო, პატრიარქი და წმინდა სინოდის წევრები და თხოვენ შეწყალებას პრეზიდენტს," - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

წმინდა სინოდი 31 ოქტომბერს შეიკრიბება - პატრიარქის გადაწყვეტილება გუშინ, დღის ბოლოს გახდა ცნობილი. ეკლესიის უმაღლესი სათათბირო, სავარაუდოდ, ორგანო მეუფე იაკობის საკითხზე იმსჯელებს. სხდომას ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადამდგარი ბოდბელი ეპისკოპოსი თავადაც დაესწრება.

დღის ამბები