18 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
"ყველას შეუძლია გახდეს წყალტუბოს აღორძინების პროექტის თანამონაწილე"- კალაძე "ლელოს" პასუხობს

წყალტუბოს აღორძინების, ბიძინა ივანიშვილის პროექტის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" კრიტიკას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. კალაძემ აღნიშნა, რომ თუ ვინმეს სურვილი აქვს, უპრობლემოდ, შეუძლია გახდეს წყალტუბოს აღორძინების პროექტის თანამონაწილე. 

"ვისაც სურვილი აქვს და ამის რესურსი გააჩნია, შეუძლია წყალტუბოს აღორძინების თანამონაწილე გახდეს, არანაირი პრობლემა არ იქნება, პირიქით - მე ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ერთ ადამიანს არ დააწვება ტვირთად ეს ყველაფერი. თუ ექნებათ სურვილი, მისასალმებელი იქნება,"- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კურორტ წყალტუბოს აღორძინების პროექტის საკუთარი სახსრებით განხორციელება დააანონსა. ივანიშვილის განცხადებით, სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს, ხოლო, საბოლოო ჯამში, რეგიონში 15 000 - 20 000 ადამიანი დასაქმდება. ივანიშვილის განცხადება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ამომრჩეველთა მოსყიდვის მორიგ მცდელობად შეფასდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები